მილიონობით ვალი უხარისხო გზებისთვის

ჟურნალისტი: სტუდია მონიტორი
Divider dot 3 აპრილი 2018

სამტრედია-გრიგოლეთის 57კმ სიგრძის ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის საქართველოს მთავრობამ ევროპის საინვესტიციო ბანკიდან 200 მლნ ევროს მოცულობის 30-წლიანი კრედიტი აიღო. ავტომაგისტრალი 4 მონაკვეთისგან შედგება და როგორც გავარკვიეთ, პირველ 2 მონაკვეთზე მშენებელმა კომპანიებმა სამუშაოები უხარისხოდ ან არასრულად შეასრულეს.