მოსამართლე თოთოსაშვილის სამართალი

ჟურნალისტი: ნინო რამიშვილი
Divider dot 9 იანვარი 2019

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გოგიტა თოთოსაშვილის გადაწყვეტილებით ორ ოჯახს ბინებიდან გამოსახლება ემუქრება. ერთ-ერთი საქმე, რომელიც თოთოსშვილმა განიხილა, პროკრედიტ ბანკსა და მოქალაქეს შორის დავას ეხებოდა. ბანკის იურისტი მოსამართლის ცოლი თეა ღვინიაშვილი იყო, თუმცა გოგიტა თოთოსაშვილმა საქმე არ აიცილა და ბანკის სასარგებლო გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.