მოსამართლე მურუსიძე – რეჟიმის მსხვერპლი თუ სისტემის მსახური

ჟურნალისტი: სტუდია მონიტორი
Divider dot 25 იანვარი 2016

ლევან მურუსიძე ბოლო წლებში ყველაზე გახმაურებეული საქმეების სანდრო გირგვლიანის, სულხან მოლაშვილის, გიორგი მიქიაშვილის მოსამართლე იყო. სტრასბურგის სასამართლომ ყველა ამ საქმეში სახელმწიფო გაამტყუნა და ქართული სასამართლო გააკრიტიკა. ამის მიუხედავად, მოსამართლე მურუსიძე კვლავ მოსამართლედ აირჩიეს. ის აცხადებს, რომ წარსულში იყო რეჟიმის მსხვერპლი, აქტივისტები ამბობენ, რომ ის იყო სისტემის მსახური.