გზის გარეშე დარჩენილი სახლი

ჟურნალისტი: ნინო შუბითიძე
Divider dot 25 აპრილი 2023

ნანი ბოლღაშვილი სახლიდან გამოსასვლელ გზას 2021 წლიდან უშედეგოდ ითხოვს. მას შემდეგ, რაც მერიამ მის მეზობლად მდებარე მიწის ნაკვეთი გაასხვისა, ის ალყაში მოექცა.

სახლიდან გასასვლელი ერთადერთი გზა კი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გადის. თუმცა სახელმწიფო მას სერვიტუტით გზის გაყვანის უფლებას არ აძლევს, რადგან ადგილზე მცენარეებია დარგული.

სახლამდე მისასვლელი გზის გაყვანას არც მერია ეთანხმება. მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ნანი ბოლღაშვილს ალტერნატიული მისასვლელის მოწყობას მეორეხარისხოვანი გზიდან ურჩევს, თუმცა არ აკონკრეტებს, რომელ გზაზეა საუბარი.