თაღლითური სქემები ეროვნული ბანკის სახელით
თაღლითები კომერციული ბანკებისა და ეროვნული ბანკის სახელით ურეკავენ მომხმარებლებს, მოტყუებით აღებინებენ სესხს და თანხას კერძო პირის ანგარიშზე არიცხინებენ. სტუდია მონიტორს არაერთი ასეთი ადამიანი დაუკავშირდა, მათ შორის არის ექიმი ესმა ტურაშვილი, რომელიც 31 აგვისტოს გახდა თაღლითების მსხვერპლი.
მიუხედავად იმისა, რომ თაღლითებმა ესმა ტურაშვილს მობილურის ორი ნომრიდან დაურეკეს და თანხა ფიზიკური პირის ანგარიშზე ჩაარიცხინეს, გამოძიებამ ამ ეტაპზე ვერ დაადგინა, ვინ გაძარცვა ექიმი.
პროკურატურამ არ გვიპასუხა კითხვაზე, დადგინდა თუ არა იმ პირის ვინაობა, რომლის ანგარიშზეც თანხა გადაირიცხა.
საქართველოს ბანკმა კი, მოგვწერა “თუ სისტემა საეჭვო ოპერაციას დააფიქსირებს, მათ შორის სესხის გააქტიურებისას, ბანკი დროებით აჩერებს ოპერაციას, ზღუდავს წვდომას სასესხო პროდუქტებზე ან ანგარიშებზე და მომხმარებელს უკავშირდება. დამატებითი გადამოწმებისას ბანკი არკვევს, თავად ახორციელებს თუ არა მომხმარებელი ოპერაციას და ხომ არ მოქმედებს მასზე მესამე პირი. ამისთვის შესაძლოა დაზუსტდეს ტრანზაქციის დეტალები, საეჭვო პირებთან კომუნიკაცია ან ციფრული არხებისა და ბარათის მონაცემების მესამე პირებისთვის გაზიარების ფაქტი. თუ მომხმარებელი ადასტურებს, რომ ოპერაციას საკუთარი სურვილით ახორციელებს და დამატებითი შემოწმებაც წარმატებით სრულდება, შეზღუდვა იხსნება”.
ბანის პასუხი სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: