ადრეული ქორწინება – იძულებით “გაზრდილი” ბავშვები
“ერთ-ერთი სკოლის 13 წლის მოსწავლე სრულწლოვან მამაკაცზე დაინიშნა. ოჯახი მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობდა”, – სახალხო დამცველის ანგარიშში არაერთი მსგავსი ფაქტია აღწერილი. ანგარიშში ასევე წერია, რომ ადრეული ქორწინება ოჯახში ძალადობის რისკ-ფაქტორს ზრდის.
ეთნიკურად აზერბაიჯანულ თემში ადრეული ქორწინების, იგივე ბავშვთა ქორწინების ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად უფლებადამცველები სოციალურ პრობლემებს ასახელებს. უფლებადამცველები აგრეთვე ყურადღებას ამახვილებენ შსს-ს უმოქმედობასა და არასწორ კვალიფიკაციაზე, რის გამოც მოძალადე, შესაძლოა, ვადაზე ადრე თავისუფლდება. პოლიციის გულგრილობა ამ საკითხისადმი განაპირობებს იმასაც, რომ ადრეული ქორწინების შესახებ ზუსტი სტატისტიკა საქართველოში არ არსებობს.
ავტორები: რეპორტიორი – ქეთი თუთბერიძე; რედაქტორი – ნანა ბიგანიშვილი; ვიდეორედაქტორი – კონსტანტინე კომახიძე; ვიდეოოპერატორები – გიორგი ბარამიძე, ვახტანგ ბუაჩიძე