აქცია მანიფესტაციების შეზღუდვის წინააღმდეგ

Divider dot 5 ოქტომბერი 2023

📍 Მოქალაქეებმა პარლამენტთან ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების” შესახებ კანონში ცვლილებები გააპროტესტეს;

📍 კანონპროექტის მიხედვით, შეკრების მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას და შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება;

📍 კანონპროექტის ინიციატორი ,,ქართული ოცნების’’ შვიდი დეპუტატია: ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ბერაია, გივი მიქანაძე, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე.