დაინახე ჩემში ადამიანი

რედაქტორი: ნინო ზურიაშვილი
Divider dot 23 სექტემბერი 2022

ფილმში ასახულია ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანთათვის სერივისების ნაკლებობის პრობლემა. საქართველოში დღემდე არსებობს საბჭოთა პერიოდის საავადმყოფო, სადაც ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები ხშირად 20 წლით რჩებიან. ექსპერტების თქმით, უნდა არსებობდეს მობილური ჯგუფები, დღის ცენტრები და თავშესაფრები, სადაც განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანები განთავსდებიან. ამ ტიპის სერვისები კი, რეალურად, დღეს არსებული მოთხოვნის 20%-საც კი არ აკმაყოფილებს და ძირითადად, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ არის შეთავაზებული. სერვისების არარსებობის გამო ხდება ფსიქიკური პრობლემების მქონთა უფრო მეტად ინვალიდიზაცია, ნაცვლად მათი განკურნებისა. დღეს საქართველოში 100 ათასამდე ადამიანია, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები აქვს და რეაბილიტაციას საჭიროებს.