დევნილების გამოსახლება 2008 წელს

ჟურნალისტი: მაგდა მემანიშვილი
Divider dot 8 ნოემბერი 2008

ფილმში ასახულია დევნილების ძალით გამოსახლების პროცესი. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ საქართველოში დევნილების რაოდენობა რამდენიმე ათეული ათასით გაიზარდა. ამავე წელს საქართველოს ხელისუფლებამ ის დევნილები, რომლებიც დედაქალაქში და საქართველოს სხვა მსხვილ ქალაქებში (მაგალითად, რუსთავში) ჩასახლდნენ, გამოყარა თავშესაფრებიდან. მათ შორის იყვნენ ე.წ. ბუფერულ, ანუ კონფლიქტის ზონის სასაზღვრო სოფლის მკვიდრები. ისინი სახლებში დაბრუნებაზე უარს არ ამბობდნენ, თუმც ითხოვდნენ, რომ ხელისუფლება დალოდებოდა სიტუაციის დამშვიდებას, რადგან იქ ცხოვრება არ იყო უსაფრთხო. მათი თხოვნა არავინ გაითვალისწინა, იჯახებს ძალისმიერი მეთოდბით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისა და დევნილთა სამინისტროს საჯარო მოხელეთა თანდასწრებით ძალით ასახლებდნენ. ეს ყველაფერი 2008 წლის ზამთარში, ომის დასრულებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ხდებოდა.