დიღმის ტყე-პარკი

რედაქტორი: ნანა ბიგანიშვილი
Divider dot 26 ოქტომბერი 2009

გამოძიება ეხება თბილისის საკრებულოს დადგენილებით, დიღმის ტყე-პარკის გარკვეული ტერიტორიისთვის რეკრეაციული სტატუსის გაუქმებას. საკრებულომ ამ დადგენილებით ტყე-პარკში ინტენსიული მშნებლობები დააკანონა. დიღმის ტყე-პარკის ტერიტორია, კანონის დარღვევით, 1998 წელს 39 120 ლარად შპს „სანი”-ზე გაიყიდა. 2003 წელიდან, მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე გახდა, თბილისის საკრებულოს და ქალაქის მთავრობის სხვადასხვა დადგენილებით, ტყე-პარკის ტერიტორიზე ყოველგვარი მშენებლობა, მიწის ნაკვეთის ყიდვა , გაყიდვა და ლეგალიზაცია აიკრძალა. თბილისის მერიამ ასევე კერძო მეპატრონეებისაგან მიწის ნაკვეთების გამოსყიდვა დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ტყე-პარკის აღდგენისთვის მერიამ ბოლო 4 წლის განმავლობაში ასი ათასობით ლარი დახარჯა, თუმცა, ყველასთვის მოულოდნელად 2009 წლის 11 სექტემბერს საკრებულომ ტყე-პარკის სოლიდურ ნაწილს სტატუსი შუცვალა . „სტუდია მონიტორის” ჟურნალისტურ გამოძიებაშია ასახულია თუ ვისი ინტერესი გაიზიარა ქალაქის მერიამ და საკრებულომ. აღმოჩნდა , რომ ტყე-პარკის იმ ტერიტორიის მფლობლელები, რომელსაც სტატუსი შეცვალა საქართველოს პარლამენტის წევრები არიან .