რა საფრთხეს უქმნის მოქალაქეებს ფუჭი ქანების ზოგიერთი სანაყარო

ჟურნალისტი: ზურა მოდებაძე ; რედაქტორი: ზაზა წულაძე
Divider dot 25 მარტი 2025

რიკოთის უღელტეხილზე 50 კილომეტრიანი ავტობანის მშენებლობის გამო ფუჭი ქანების რამდენიმე სანაყარო მოეწყო, სადაც დიდი რაოდენობით ინერტულ მასალას ათავსებენ.

„სტუდია მონიტორმა“ სოფელ ხევსა და ვერტყვიჭალაში გადაიღო ფუჭი ქანების სანაყაროები. გაჩვენებთ რა საფრთხეს უქმნის მოქალაქეებს და ძვირადღირებული ინფრასტრუქტურის მდგრადობას ამ სოფლებში მოწყობილი სანაყაროები.