გაუპატიურება – რუსეთის საოკუპაციო იარაღი

ჟურნალისტი: ქეთი თუთბერიძე
Divider dot 4 მაისი 2023

“გაუპატიურება და წამება უსასტიკესი იარაღია, რომელსაც რუსი სამხედროები ყველაზე ხშირად იყენებენ, განსაკუთრებით უკრაინაში, თუმცა ამ მეთოდებს რუსეთი წინა ომებშიც იყენებდა, რადგან ეს მისი სამხედრო ხელწერაა”, – ამბობს ფინეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ანალიტიკოსი და რუსეთის პოლიტიკის მკვლევარი იური ლავიკაინენი “სტუდია მონიტორთან” ინტერვიუში.

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ომის დანაშაულის 80 ათასამდე ფაქტი დაადასტურა, რომელიც რუსმა სამხედროებმა 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინის ტერიტორიაზე ჩაიდინეს.

ომის დაწყებიდან პირველ 6 თვეში, უკრაინაში ქალებისა და მოზარდების გაუპატიურების 400 შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა სახალხო დამცველის აპარატში ვარაუდობენ, რომ ეს მონაცემები მიმდინარე ომში რუსეთის ჯარის მიერ ჩადენილი სექსუალური ძალადობის მხოლოდ 10%-ია.

ავტორები: ქეთი თუთბერიძე, ვახტანგ ბუაჩიძე