გოგიჩაიშვილის საქმე

ჟურნალისტი: გიორგი მგელაძე
Divider dot 26 სექტემბერი 2022

ჟურნალისტური გამოძიება შეეხება 2009 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია “თანასწორობის ინსტიტუტის” წევრის ლევან გოგიჩაიშვილისა და მისი თანამოაზრის გიორგი ალხაზიშვილის დაკავებას. ორივე მათგანი შსს-მ წყნეთში დაბადების დღეზე მომხდარ დაჭრასთან დაკავშირებით დააპატიმრა. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის გოგიჩაიშვილს 7 წლით, ხოლო ალხაზიშვილს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ლევან გოგიჩაიშვილი იმ პერიოდში აქტიურ საპროტესტო აქციებს მართავდა ობიექტური სასამართლოს არარსებობის გამო და სააკაშვილის სისხლის სამართლის პოლიტიკას უპირისპირდებოდა. საქმეში არსებული მტკიცებულებების არათანხვედრილობა და შეუსაბამობა აჩენს განცდას, რომ ის და მისი მეგობარი სწორედ ხელისუფლების წინააღმდეგ აქტიური საპროტესტო გამოსვლების გამო დააპატიმრეს.