იაფი კრედიტის გაზრდილი ფასი
2008 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს მიხეილ სააკაშვილმა ახალი ინიციატივა გააჟღერა, რომელიც იაფი სახელმწიფო კრედიტის გაცემას ეხებოდა. იაფი კრედიტის პროგრამის მიზანი ბიზნესის დახმარება იყო, თუმცა სახელმწიფომ მასში მონაწილეთა უმრავლესობა არათუ ფინანსურად გააძლიერა, არამედ პრობლემები შეუქმნა და ქონების დაკარგვის წინაშე დააყენა.