ინტელექტის ოკუპაცია გამოაშკარავებული გეგმის მიხედვით
ქართული ოცნების” იდეოლოგისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის ლაშა ნაცვლიშვილის მესიჯი 10 თვის წინ მივიღეთ. ჟურნალისტური გამოძიების შედეგად მალევე გამოვააშკარავეთ გეგმა, რომლითაც ქართველი ხელოვანების საავტორო უფლებების მმართველი ორგანიზაცია – “საქართველოს საავტორო უფლებების ასოციაცია” რუსული კავშირების მქონე სხვა ორგანიზაციას უნდა ჩაენაცვლებინა. გაჩვენებთ, თუ როგორ განვითარდა მოვლენები ზუსტად ისე, როგორც ეს ჩვენს მიერ გამოაშკარავებულ ნაცვლიშვილის გეგმაში იყო გათვალისწინებული.