ირაკლი ქერაშვილის საქმე

ჟურნალისტი: ქეთი თუთბერიძე ; რედაქტორი: ნანა ბიგანიშვილი
Divider dot 17 აპრილი 2025

30 წლის პოლიტპატიმარი ირაკლი ქერაშვილი 11-პირის საქმის ერთ-ერთი ბრალდებულია. იგი საზოგადოების ნაწილმა ყველაზე კარგად მაშინ გაიცნო, როდესაც მოსამართლეს ემიგრაციიდან დროებით დაბრუნებული დედისთვის პროცესზე დასწრების ნებართვა სთხოვა. თუმცა მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ნახევრად დახურულ სხდომაზე გამონაკლისი არ დაუშვა.

“სტუდია მონიტორი” ირაკლი ქერაშვილის დედას იტალიაში დაუკავშირდა. მან სხვა პოლიტპატიმრების მშობლებს ამ ბრძოლაში თანადგომა გამოუცხადა.

ვინ არის ირაკლი ქერაშვილი და რა მტკიცებულება აქვს მის წინააღმდეგ პროკურატურას წარმოდგენილი?

11 პირის საქმის შესახებ ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების ნახვა მითითებულ ბმულზეა შესაძლებელი.