“ბორჯომის ვაგზალი” – ხანძრით დაზარალებულები

ჟურნალისტი: ნინო შუბითიძე ; რედაქტორი: ნანა ბიგანიშვილი
Divider dot 4 მაისი 2025

30 აპრილს გაჩენილმა ხანძარმა “ბორჯომის ბაზრობის” სავაჭრო და სასაწყობე ფართები, დაახლოებით 15 000 კვ.მ სრულად გაანადგურა. ათობით მოვაჭრე, რომლებიც წლებია აქ მუშაობს, დღეს შემოსავლის გარეშე დარჩა.

მათი უმრავლესობა წარსულში „ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალდა და შემდეგ „ბორჯომის ვაგზლის“ ტერიტორიაზე გადაინაცვა. დამწვარი ტერიტორია თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ მოინახულა და მათ დახმარებას დაჰპირდა დანგრეული კონსტრუქციების დემონტაჟისა და ტერიტორიის დასუფთავების ნაწილში.

მოვაჭრეები სახელმწიფოს ფინანსურ დახმარებას სთხოვენ, რადგან მათი ბიზნესი დაზღვეული არ იყო.

ამ ვიდეოში გაიცნობთ იათამზეს, მანანასა და მარიამს – ადამიანებს, რომლებიც უკვე მეორე ხანძარმა დააზარალა.