კუხარჩუკის და სივაკოვის საქმე – უკრაინელი პოლიტპატიმრები საქართველოში

ჟურნალისტი: ქეთი თუთბერიძე ; რედაქტორი: ნინო ზურიაშვილი
Divider dot 28 მაისი 2025

აქციის ფარგლებში დაკავებულ ათობით ადამიანს შორის უკრაინის ორი მოქალაქეცაა. თავშესაფრის მაძიებელი რუსლან სივაკოვი და სერგეი კუხარჩუკი გახმაურებული 11-პირის საქმის ფიგურანტები არიან. სხვა ბრალდებულების მსგავსად, მათ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში ედებათ ბრალი.

ადვოკატის მტკიცებით, პროკურატურამ უკრაინის მოქალაქეები ამ საქმეში გამიზნულად შეარჩია, რაც ე.წ. “მაიდანის” სცენარის შესახებ გავრცელებული სამთავრობო პროპაგანდის გაძლიერებას ემსახურებოდა. აგრეთვე, თერთმეტივე ბრალდებულის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები დამაჯერებლობას მოკლებულია.

საია-ს განცხადებით, იკვეთება ტენდენცია, რომ აქციის მონაწილეების საქმეებთან მიმართებით სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია.