კუთხაშვილები დაგვიანებული სამართლის მოლოდინში

ჟურნალისტი: ნინო შუბითიძე ; რედაქტორი: ნანა ბიგანიშვილი
Divider dot 17 ივნისი 2024

როგორ გაიყიდა დაყადაღებული სახლი?

კუთხაშვილების ოჯახმა რამდენიმე წლის წინ კერძო სახლის შესაძენად 50 000 დოლარამდე გადაიხადა. მათ მხოლოდ მოგვიანებით გაიგეს, რომ სახლი დაყადაღებული იყო და ვერ დაირეგისტრირებდნენ.

რა მოხდა სანოტარო ბიუროში – დაუშვა თუ არა შეცდომა ნოტარიუსმა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას?

დაყადაღებული სახლის გარშემო დავა სასამართლოში უკვე რამდენიმე წელია გრძელდება. საქმეში ირაკლი კუთხაშვილს დაზარალებულის სტატუსიც აქვს მინიჭებული.