მელაძეების განადგურებული სახლ-კარი

ჟურნალისტი: მაგდა მემანიშვილი
Divider dot 26 სექტემბერი 2009

თბილისში რეგიონიდან დაბრუნებულ მელაძეებს ორსართულიანი სახლი დანგრეული დახვდათ. სახლში არსებული ქონება კი – განადგურებული. მათ საბოლოოდ დაკარგეს მიწის ის ნაკვეთიც, რომელსაც ოჯახი 1970-იანი წლებიდან ფლობდა. მელაძეებმა ვერ გამოიყენეს ის უფლება, რითაც 2007 წლის შემდეგ საქართველოს უამრავმა მოქალაქემ კერძო საკუთრება დაირეგისტრირა, რადგან მათ თბილისის მერიამ სულ რამდენიმე დღით დაასწრო და სახელმწიფო საკუთრებად გამოაცხადა მიწის ნაკვეთი, რომელსაც ოჯახი დიდი ხნის განმავლობაში ფლობდა.