მიუწვდომელი ჯანდაცვა
საქართველოს მოსახლეობა სამედიცინო მომსახურების 82%-ს საკუთარი ჯიბიდან იხდის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 182 წევრ ქვეყანას შორის, ჯანდაცვაზე გაწეული სახელმწიფო ხარჯებით საქართველო ბოლოდან მეორე ადგილზეა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2010 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მიერ ერთ სულ მოსახლეზე ჯანდაცვაზე დახარჯული თანხა 35 დოლარია (სომხეთი 63 დოლარი, უკრაინა 121 დოლარი, რუსეთი 318, ესტონეთი 640 დოლარი).