,,მოგვეცით საჯარო ინფორმაცია”

ჟურნალისტი: ცქრიალა შერმადინი
Divider dot 26 სექტემბერი 2010

ფილმი ეხება საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის ჟურნალისტი აცხადებს, რომ საჯარო დაწესებულებებიდან ინფორმაციის მიღება თითქმის შეუძლებელია. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე კონტროლი საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს ევალება. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევამ კი აჩვენა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პარლამენტი ანგარიშებს არ შეისწავლის.