მოტყუებული სტუდენტები
ჟურნალისტური გამოძიება ეხება საზღვარგარეთიდან ჩამოსულ სტუდენტებს, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ განათლების მისაღებად ევროპულ ქვეყანაში მოდიოდნენ. თბილისში და რუსთავში მოქმედ საერთაშორისო სასწავლებლებში სტუდენტები დღემდე ჩამოდიან. როგორც თავად აცხადებენ, უნივერსიტეტში მისულებს სულ სხვა რეალობა დახვდათ. ისინი ვერც დაპირებულ კურსებზე მოხვდნენ, ვერც შესაბამის განათლებას იღებენ და სასწავლებლებში მხოლოდ ქართულ ენას ასწავლიან.