მშენებლობა პროტესტის ფონზე
თბილისში, ცინცაძის 58 ნომერში მცხოვრები მოსახლეობა წლებია, მრავალსართულიანი კომპლექსის მშენებლობას აპროტესტებს.
17 ივლისს მიმდინარე მშენებლობას ადგილობრივებსა და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
მოსახლეობა პასუხს, ყურადღებასა და დახმარებას თბილისის მერიისგან ითხოვს.
ხელისუფლების ჩართულობის აუცილებლობაზე საუბრობს ამერიკელი ინვესტორიც, რომელიც ამ ტერიტორიაზე მულტიფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს.