ნაყიდი კოეფიციენტი – რას აშენებს დომუსი ჭავჭავაძეზე?
ვაკეში ადგილობრივი მოსახლეობა მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას უკვე წლებია აპროტესტებს. მათი თქმით, მშენებარე კორპუსთან მისასვლელი გზა, რომელიც მათ კორპუსებზე გაივლის, საკმაოდ ვიწროა და ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებას შეუძლებელს გახდის.
22-სართულიან მრავალფუნქციურ შენობას ჭავჭავაძის გამზირთან კომპანია “დომუსი” აშენებს. კომპანიამ მშენებლობის ნებართვა რამდენიმე წლის წინ მიიღო, მოგვიანებით კი, მერიამ მშენებლობის კოეფიციენტი გაუზარდა.