“ოცნების” მიერ მიტაცებული საჯარო სამსახური
რა საფრთხეს წარმოადგენს საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილი ახალი ცვლილებები, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილმა ხელი ინაუგურაციის დღესვე მოაწერა.
იურისტების შეფასებით, ერთპარტიულ პარლამენტში მიღებული ეს სადავო საკანონმდებლო ინიციატივა რეპრესიების მომასწავებელია.
ახალი ცვლილების თანახმად, თუ სასამართლომ დაადგინა, რომ საჯარო სამსახურიდან მოქალაქე კანონდარღვევით გაუშვეს, მას სამსახურში მაინც არ აღადგენენ და მხოლოდ სამი თვის კომპენსაციას გადაუხდიან.
იურისტების ვარაუდით, ახალი კანონი საჯარო სამსახურში ნეპოტიზმის საფრთხეს მნიშვნელოვნად ზრდის.