პაციენტის სიკვდილი და უპასუხო კითხვები

ჟურნალისტი: ქეთი თუთბერიძე ; რედაქტორი: ზაზა წულაძე
Divider dot 17 აგვისტო 2024

32 წლის პაციენტის გარდაცვალების საქმე პასუხგაუცემელი კითხვებითა და მედპერსონალის სავარაუდო შეცდომით, – რა მოხდა ქობულეთის სამედიცინო ცენტრსა და ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში?

გარდაცვლილის ოჯახი ფიქრობს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო და საგამოძიებო უწყებები ამ საქმისადმი გულგრილია. თავად ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პროცესი დროში გაიწელა საქმის სირთულის გამო, ხოლო ოჯახს ინფორმაციას დროულად აწვდიან.

ვინ დაუშვა შეცდომა? რამ გამოიწვია კრიტიკული ანემია? რას ამბობენ თავად ამ ოპერაციაში მონაწილე ექიმები.