პატიმრობა 35-ლარიანი ფიცრისთვის

ჟურნალისტი: გიორგი მგელაძე
Divider dot 26 ნოემბერი 2010

2010 წელს სოფელ წიწამურში მდებარე მცხეთის სატყე უბანზე ქურდობა მოხდა. დასაწყობებული ხის მასალიდან 35 ლარის ღირებულების 2 კოჭი და 1 ფიცარი მოიპარეს. დარაჯმა პოლიციას მიმართა და ქურდის ვინაობაც დაასახელა – სოფელ საგურამოში დევნილთა დასახლებაში მცხოვრები მხატვარი და მოქანდაკე ვალიკო ჭილაშვილი. ჭილაშვილი დღეს პატიმრობაშია. რამდენად შესაძლებელია, 63 წლის ვალიკო ჭილაშვილს, რომელსაც რადიკულიტი აწუხებდა, დაახლოებით 50 კგ ხის კოჭი 600 მეტრი საკმაოდ რთული რელიეფის გზაზე შეუსვენებლად ეტარებინა? ნახეთ “სტუდია მონიტორის” ჟურნალისტური გამოძიება