პენჯაბის სეპარატისტი ლიდერის კვალი საქართველოში

ჟურნალისტი: ნინო წვერავა
Divider dot 27 მარტი 2023

ინდური მედიის ცნობით, პენჯაბის სეპარატისტული მოძრაობის ლიდერს, ამრიტპალ სინგჰს პაკისტანური დაზვერვა საქართველოში წვრთნიდა.

პენჯაბი ინდოეთის შტატია, სადაც სეპარატისტული დაჯგუფებები დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის იბრძვიან.

ამჟამად ამრიტპალ სინგჰი ინდოეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება.

სტუდია მონიტორი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. უწყებამ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა.