პრეზიდენტის სიმბოლური საჩუქრები
ჟურნალისტური გამოძიება შეეხება პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ პირდაპირი განკარგვის წესით ყოველწლიურად გაცემულ ათობით ობიექტს, რომელთა საბაზრო ფასი რამდენიმე მილიონს შეადგენდა, თუმცა მიხეილ სააკაშვილი, უმეტეს შემთხვევაში, მათ სიმბოლურ ფასად გასცემდა. ასე გადასცეს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს ბინები ბათუმის ცენტრალურ უბნებში 1000 ლარად. სიმბოლური საჩუქრის სახით სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს ფართებს თბილისის პრესტიჟულ ადგილებშიც გადასცემდნენ. მათ შორის საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები იყვნენ. მიზერულ ფასად მიღებული ფართების მფლობელებს შორის რამდენიმე ტელევიზიაც აღმოჩნდა.