ქალზე ძალადობა როგორც ნორმა
ქორწინებაში მყოფი ყოველი მეთერთმეტე ქალი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია. 2014 წელს 25-ზე მეტი ქალია მოკლული. სახელმწიფო მსხვერპლს ჯერჯერობით მხოლოდ სამთვიან თავშესაფარს სთავაზობს. პოლიციას კი, ამ ტიპის ძალადობა ჯერ კიდევ ოჯახის საქმე ჰგონია.