ქაოსი მელიორაციის სისტემაში
საქართველოს მთავრობამ მელიორაციის აღსადგენად ბიუჯეტიდან 136 მლნ ლარი დახარჯა, მაგრამ მოსახლეობა სარწყავ წყალს სათანადოდ მაინც ვერ იღებს.
მიზეზი, როგორც სახელმწიფო აუდიტი აცხადებს, არაეფექტური მართვაა. შედეგი კი, უწყლოდ დარჩენილი მიწათმოქმედება, ტბორებში დახოცილი თევზი, გამხმარი მოსავალი და ზოგადად დაუძლეველი სიღარიბე.