რა არის “გლობალური ომის პარტია” და რა კავშირი აქვს ამ ფრაზას კრემლის პროპაგანდასთან
ვის და რას გულისხმობს “ქართული ოცნება” ფრაზაში “გლობალური ომის პარტია” და რა კავშირი აქვს რუსულ პროპაგანდასთან?
ჰიბრიდული ომის მკვლევარები ამბობენ, რომ მტრის ხატის შექმნა რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი ქვაკუთხედია, მითუმეტეს თუ მტერი ბუნდოვანი და უხილავია.
11-წუთიანი ბრიფინგის განმავლობაში თბილისის მერმა კახა კალაძემ სიტყვა მტერი ოთხჯერ ახსენა.
ჰიბრიდული ომის მკვლევარი “სტუდია მონიტორთან” ინტერვიუში საქართველოს მთავრობის პროპაგანდასა და კრემლის პროპაგანდას შორის არსებულ მსგავსებაზე საუბრობს.