რატომ კარგავენ მევახშეების გამო სახლებს

ჟურნალისტი: ქეთი თუთბერიძე
Divider dot 6 თებერვალი 2024

მესტუმრეების 5-სულიანმა ოჯახმა ბინა თბილისის ცენტრში 2017 წლის თებერვალში დაკარგა. ბინის მფლობელი ბებია იყო, ვისი გაცემული მინდობილობა ნათესავმა საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა და მევახშეს 34 000 დოლარის სანაცვლოდ ბინა გადაუფორმა.

მესტუმრეების ოჯახმა მევახშეს ვალის გასტუმრება შესთავაზა, თუმცა პასუხად მათ უარი მიიღეს და 200 კვ.მ. ფართობის ბინა იძულებით დატოვეს. თეონა მესტუმრე “სტუდია მონიტორთან” ბინის დაკარგვის მძიმე პერიოდს იხსენებს.