პროკურატურის დადგენილებაში წერია, რომ
1. რეპერების დაკავება კანონდარღვევით მოხდა
2. გამოძიებით ვერ დადასტურა, რომ რეპერებს ნარკოტიკები მართლაც ჰქონდათ
3. პოლიციელებმა გააყალბეს ჩხრეკის ოქმებიც
4. გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ერთ-ერთმა პოლიციელმა უკანონოდ ამოიღო
5. პოლიცია უკანონოდ უთვალთვალებდა კლიპის ერთ-ერთ მონაწილეს.
მიუხედავად ამისა, ათამდე პოლიციელი, რომელიც რეპერების დაკავებაში მონაწილეობდა დღემდე დაუსჯელია. შსს-მ სტუდია მონიტორს უთხრა, რომ ფაქტზე სამსახურებრივი შემოწმებაც კი არ დაწყებულა.