როგორ არბევდნენ აქციას რუსთაველზე

Divider dot 29 ნოემბერი 2024

გუშინ, 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” გაწევრიანების შესახებ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს აჩერებს.

აღნიშნულ განცხადებას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცავთა დიდი რაოდენობა, მათ შორის, სპეციალური დანიშნულების რაზმი.

სპეცრაზმელები აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს მთელი ღამის განმავლობაში მიზანმიმართულად უსწორდებოდნენ როგორც ფიზიკურად, ასევე წყლის ჭავლისა და გაზის/წიწაკის სპრეის დახმარებით.