სასტუმრო ალავერდის ეკლესიის მიწაზე
5-ვარსკვლავიანი სასტუმროს, Alaverdi Resort-ის მშენებლობა ალავერდის ეპარქიის კუთვნილ მიწაზე უკვე ინტენსიურ ფაზაშია. სასტუმროს ღვინის კომპანია ბადაგონი აშენებს.
ალავერდის სამონასტრო კომპლექსთან, როგორც ეროვნული მნიშვნელობის ძეგლთან, 500-მეტრიანი ვიზუალური დაცვის არეალი მოქმედებს. მე-11 საუკუნის ალავერდის საკათედრო ტაძარი 1994 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის წინასწარულ ნუსხაშია შეტანილი.
ექსპერტები ფიქრობენ, რომ ალავერდის სამონასტრო კომპლექსთან დაწყებული მშენებლობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს საფრთხეს უქმნის.