სტუდენტები საცხოვრისის გარეშე

ჟურნალისტი: მარიამ გამზარდია ; რედაქტორი: ნინო ზურიაშვილი
Divider dot 4 თებერვალი 2024

დაპირებული მასშტაბური პროექტი, რომელიც არ შესრულდა.
2017 წელს თბილისში, 3000 სტუდენტზე გათვლილი სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობა დაანონსდა, თუმცა პროექტის მშენებლობა დღემდე არ დაწყებულა.
გაძვირებული ბინის ქირის გამო, რეგიონში მცხოვრები სტუდენტები დედაქალაქში ჩამოსვლას ვერ ახერხებენ. მათი ნაწილი სწავლის შეჩერების საფრთხის წინაშე დადგა, ნაწილი კი ისევ მშობლიურ მხარეში დაბრუნდა სასწავლებლად.