თბილისის მერიის საეჭვო ტენდერები
მშვიდობის ხიდისა და გმირთა მოედანზე არსებული მემორიალური სვეტის მოვლა – დასუფთავებაზე თბილისის მერიამ ტენდერი ჩაატარა, თუმცა გამარჯვებულ კომპანიასთან კონტრაქტი არ გააფორმა, მეტიც ტენდერი ჩაშალა და ხელახლა გამოაცხადა შეცვლილი პირობებით. ამის გამო გამარჯვებულმა კომპანიებმა ახალ ტენდერში მონაწილეობა ვეღარ მიიღეს.