ტყის უკანონო ჭრა
ჟურნალისტური გამოძიება ეხება ტყეების უკანონო ჭრას და სახელმწიფო რეფორმას. 2007 წლიდან მთავრობამ ტყეების გრძელვადიანი ლიცენზიით გაცემა გადაწყვიტა, თუმცა ამ დროისთვის ტყეების ინვენტარიზაცია ჩატარებული არ იყო. ფილმში აღწერილია, თუ როგორ შეაჩერა მსოფლიო ბანკმა სატყეო სექტორის რეფორმისთვის გამოყოფილი 15-მილიონიანი კრედიტი და რატომ მოუწია საქართველოს მთავრობას ბანკისთვის 12 მილიონის უკან დაბრუნება. ასევე, ფილმში ნაჩვენებია, თუ როგორ არიან ჩართულები ტყის ბიზნესში ვანო მერაბიშვილის ბიძა, დეპუტატ როლანდ ფიფიას ძმა, რომან ფიფია, არჩილ გეგენავა. ფილმში მოყვანილია კვლევები, რომლებიდანაც ჩანს, რომ ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები განსხვავებულია რეალურისგან.