უალტერნატივო განაჩენი
წინასწარი პატიმრობა საქართველოში უალტერნატივო განაჩენია. მიუხედავად კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და სტრასბურგის არაერთი მითითებისა, ქართული სასამართლოები კვლავ განაგრძობენ წინასწარი პატიმრობის დაუსაბუთებლად შეფარდებას და მისი ვადების გახანგრძლივებას. წინასწარი პატიმრობა დღემდე აღკვეთის ღონისძიების ყველაზე გავრცელებულ სახედ რჩება.