წინააღმდეგობრივი ცვლილებები საპენსიო სააგენტოში

ჟურნალისტი: ქეთი თუთბერიძე ; რედაქტორი: ნანა ბიგანიშვილი
Divider dot 9 ივლისი 2024

საპენსიო სააგენტო მთავრობის კონტროლქვეშ გადადის. ახალი კანონის მიხედვით, მმართველი საბჭოს წევრებს ახლა უკვე არა პარლამენტი, არამედ პრემიერ-მინისტრი დაამტკიცებს.

დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში სამი ფუნდამენტური ჩასწორება შევიდა, რომელიც სააგენტოს დამოუკიდებლობას, ინვესტირების წესს და მოქალაქეების აქტივების მართვას ეხება. ოპოზიციის ნაწილი და ექსპერტები ამ ცვლილებებთან დაკავშირებულ რისკებზე საუბრობენ.

რატომ ერთმევა მოქალაქეს უფლება მისი საპენსიო დანაზოგი საპენსიო სააგენტოდან აქტივების მმართველ კერძო კომპანიაში გადაიტანოს?

რატომ იცვლება კანონი დაგროვებითი პენსიის შესახებ ახლა, – პოლიტიკური კრიზისის ფონზე და არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე?