გამონაბოლქვის შემცირების შეუსრულებელი ვალდებულება თბილისში

ჟურნალისტი: ნინო მელიქიშვილი
Divider dot 7 თებერვალი 2018

მერების შეთანხმება კლიმატისა და ენერგეტიკისათვის ევროკავშირის ინიციატივაა, რომლის ფარგლებში, თბილისმა აიღო ვალდებულება, მავნე ნივთიერებების გამოფრქვევის ტენდენცია 20%-ით შეემცირებინა 2020 წლისთვის. ევროკავშირის ამ ინიციატივას თბილისი 2010 წელს მიუერთდა.

2014 წლიდან “მერების შეთანხმების” ოფიციალური მხარდამჭერი “ენერგოეფექტურობის ცენტრია”, რომლის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებით, ტრანსპორტის სფეროში მავნე ნივთიერებების გამოფრქვევის შესამცირებლად დაგეგმილი პროექტების მხოლოდ 13 %-ია შესრულებული თბილისის მერიის მიერ.