ვაკანსიების შესახებ განცხადებებში სქესისა და ასაკის მიხედვით დისკრიმინაციის ფაქტებს სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს, თუმცა კანონმდებლობა ეფექტური რეაგირების საშუალებას არ იძლევა. დისკრიმინაციის აღმოფხვრის ვალდებულება საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აიღო.