სახელმწიფო არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციას ვერ ახერხებს
სახელმწიფო ვერ ახერხებს 14 წლამდე მოზარდების მიერ ჩადენილი დანაშაულის პრევენციას. შინაგან საქმეთა სამინისტროში პრობლემას აღიარებენ, თუმცა საუბრობენ იმაზე, რომ ეს პრობლემა განათლებისა და ჯანდაცვის სექტორს უფრო მეტად ეხება. ამ ფონზე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში 14 წლამდე მოზარდების ჯგუფები გამოჩნდნენ, რომლებიც ქურდობითა და ძარცვით არიან დაკავებულები.