კვების ობიექტების დიდი ნაწილი ჰიგიენის საერთაშორისო სტანდარტის, ე.წ. HACCP-ის გარეშე მუშაობენ საქართველოში, ვინაიდან, ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, მათ ამას კანონი არ ავალდებულებს. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ეს სტანდარტი საქართველოში ეტაპობრივად დაინერგება 2027 წლამდე, თუმცა როდის იქნება ის სავალდებულო კვების ობიექტებისთვის, ამ ეტაპზე უცნობია.