პირის ღრუს ჯანმრთელობა, როგორც არაგადამდებ დაავადებათა რისკ-ფაქტორი
NCDC-ის კვლევის მიხედვით, ასაკის მატებასთან ერთად მცირდება იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც ყველა კბილი ბუნებრივი აქვს, ამასთან ქალებში უფრო ჭარბობს ისეთების რიცხვი, ვისაც საერთოდ არ აქვს ბუნებრივი კბილი. სპეციალისტები ასეთ შედეგებს იმით ხსნიან, რომ კბილების მკურნალობა მოსახლეობის დიდ ნაწილისთვის ხელმიუწვდომელია. მათივე შეფასებით, არაგადამდები დაავადებების პრევენციისთვის პირის ღრუს ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესია.