პური საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ფართო მოხმარების პროდუქტია. თუმცა, როგორც ირკვევა, პურთან დაკავშირებით საერთაშორისო ჰიგიენის ნორმები საქართველოში დარღვეულია. სახელმწიფო პურის მწარმოებლებს, დისტრიბუტორებსა და გამყიდველებს ამ ნორმის დაცვას არ ავალდებულებს.