რატომ არ იცავს კანონი მომხმარებლის უფლებებს საქართველოში

ჟურნალისტი: ნათია ჩეხერია
Divider dot 22 თებერვალი 2018
მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონპროექტი 2 წელზე მეტია იხილება პარლამენტში, თუმცა დღემდე არაა დამტკიცებული. მომხმარებელთა ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნას მთავრობამ მხარი არ დაუჭირა, რის გამოც პარლამენტმა კანონი აღარ მიიღო. არასამთავრობო ორგანიზაციებში ამბობენ, რომ დაბლოკვის რეალური მიზეზი ბიზნესის რეგულაციებისგან დაცვა იყო. შედეგად კი დაზარალებული მომხმარებლები საკუთარი უფლებების დაცვას ვერ ახერხებენ.