საქართველოში ნარკოტიკების ავადმოხმარების შემცირების მიზნით არ ტარდება პრევენციული ღონისძიებები, რომელიც მოიცავდა ყველა საჯარო სკოლას, შესაბამისად, ქვეყანაში არ არსებობს ერთიანი პრევენციული სისტემა. ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის პარალელურად პრევენციული ღონისძიებების გაძლიერებას ითვალისწინებს პარლამენტში “თეთრი ხმაურის მოძრაობის” მიერ წარდგენილი კანონპროექტი. თუმცა ხელისუფლება ამ კანონის მიღებას არ ჩქარობს.